ბასკონიამ ესტუდიანტესი დაამარცხა, შენგელია კვლავ საუკეთესოა | ლიგა ენდესა [ვიდეო]
00:28, 29.10.2018
„ლიგა ენდესას“ მეექვსე ტურში „ბასკონია“ „ესტუდიანტესს“ ესტუმრა და მეტოქე კომფორტული ანგარიშით, 100:67 დაამარცხა.
„ბასკონიას“ შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი და 48 წამი გაატარა და შეხვედრაში ყველაზე მეტ – 18 ქულას მოუყარა თავი. ქულებს შენგელიამ ორი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დაუმატა.
დაპირისპირებაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმაც მიიღო. მის ანგარიშზე ექვსი ქულა, ორი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო.
„ესტუდიანტეს“ შემადგენლობაში საუკეთესო დარიო ბრიზუელა იყო, რომელმაც 17 ქულა, სამი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
დღესვე, გიორგი შერმადინის „უნიკახამ“, შინ „სარაგოსას“ აჯობა – 98-82. შერმადინმა 20:34 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 6 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.