„ბასკონია“ „პანათინაიკოსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა - შენგელიამ 11 ქულა დააგროვა
საკალათბურთო ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მორიგი მატჩი წააგო . მე-11 ტურის შეხვედრა ვიტორიელებმა სტუმრად „პანათინაიკოსთან“ ჩაატარეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (100-68).
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 28:35 წუთში ბასკონიელთა კაპიტანმა 11 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
„ბასკონიას“ 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 7 დეკემბერს „ეფესთან“ შინ გამართავს.