პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში, ზედიზედ მეორე კვირაა წინსვლა აქვს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს. გასულ კვირას მან 9 საფეხურთით აიწია, ახლა კი ორი ადგილი მოიგო და 750 ქულით 74-ე პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი გასულ კვირას ანტალიის ტურნირში თამაშობდა და ორი წრის გავლა მოახერხა.
ქართველი ჩოგბურთელი სამშაბათს ჩაერთვება უიმბლდონის ტურნირში. მისი მეტოქე იქნება ფრანგი ჟილ სიმონი.