ბასილაშვილმა რეიტინგში ისევ წინ წაიწია
ბასილაშვილმა რეიტინგში ისევ წინ წაიწია

ქართველ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეორე კვირაა, რაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში წინ მიწევს. ამჯერად მან ერთი ადგილი მოიგო და 707 ქულით 79-ე პოზიციაზეა.

გასულ კვირას ბასილაშვილმა მონტე კარლოს “მასტერსი” გამოტოვა და მონაწილეობა მიიღო ტუნისის “ჩელენჯერში”, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და არგენტინელ გვიდო ანდრეოცისთან დამარცხდა.
საბოლოო ჯამში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბასილაშვილს ATP-ის რეიტინგში 10-საფეხურიანი წინსვლა ჰქონდა.

რაც შეეხება კლასიფიკაციის  საუკეთესო ათეულს, მონტე კარლოს “მასტერსის” მოგებით პირველობა შეინარჩუნა ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ერთადერთი ცვლილება კი ის იყო, რომ გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა ხორვატ მარინ ჩილიჩს გაუსწრო და სამეულში შევიდა.

1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 770
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
3(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 5 195
4(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 985
5(5). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 950
6(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 470
7(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 755
8(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 390
9(9). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 125
10(10). დავიდ გოფენი (ბელ) – 2 930