დღეს, 20 სექტემბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის 250-იანი სერიის ტურნირის 1/8 ფინალში, 20 წლის ფრანგ უგო უმბერტს ხვდება. ეს ამ ჩოგბურთელების პირველი დაპირისპირებაა.
უგო უმბერტმა პირველ წრეში ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი 3 სეტში დაამარცხა .
უმბერტი ძირითადად ჩელენჯერის ტიპის ტურნირებს თამაშობდა და წელს კარიერაში პირველად ითამაშა ATP-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე. ATP-ს ეგიდით მისი პირველი ტურნირი საფრანგეთის ღია პირველობა იყო, სადაც ფრანგი სპორტსენი „ვაილდ ქარდის“ წყალობით მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში ის 2-1 დამარცხდა ბელგიელ რუბენ ბემელმანსთან და ტურნირს გამოეთიშა.
შემდეგი ATP-ს ტურნირი ამერიკის ღია პირველობა იყო, სადაც უმბერტმა ასევე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, თუმცა აქ უკვე რეიტინგით მოხვდა. მან 4 შეხვედრა მოიგო და 1/32 ფინალში სტენ ვავრინკას გადაეყარა. ვავრინკასთან სეტის მოგება მოახერხა და საბოლოოდ 3-1 დამარცხდა.
უმბერტისთვის მეცის 250-იანი სერიის ტურნირი ATP-ს ეგიდით ჩატარებული მესამე ტურნირი იქნება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს. მეცის ტურნირზეც ის „ვაილდ ქარდის“ წყალობით მოხვდა.
ბასილაშვილისა და უმბერრტის შეხვედრა თბილისის დროით 21 : 30 საათზეა დაგეგმილი.