ბასილაშვილი ვარდნას აგრძელებს
ბასილაშვილი ვარდნას აგრძელებს

გასულ კვირას გამართულ დელრეი ბიჩის ტურნირზე პირველივე წრიდან გამოვარდნის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის კლასიფიკაციაში კიდევ უფრო დაქვეითდა.

ამჯერად, ბასილაშვილმა შვიდი ადგილით დაიწია და მსოფლიოში 84-ე ნომერია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქართველს რეიტინგში 23-საფეხურიანი ვარდნა გამოუვიდა.

იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში ბრიტანელ კაილ ედმუნდთან წაგების შემდეგ, ბასილაშვილს ერთეულებში მატჩი არ მოუგია. მან დათმო პირველი წრის მატჩები ნიუ იორკისა (დუდი სელასთან) და დელრეი ბიჩის (სტივ ჯონსონთან) ტურნირებზე, აგრეთვე ორი შეხვედრა წააგო დევისის თასზე მაროკოს ნაკრებთან. ასე რომ, ახლა ბასილაშვილს ხუთმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.