ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე დღის დარტყმის ავტორია (ვიდეო)

შანხაის მასტერსზე მორიგი სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, ინტერნეტ-ტელევიზიამ TennisTV-მ დღის საუკეთესო მომენტად დაასახელა ნიკოლოზ ბასილაშვილის დარტყმა კანადელ დენის შაპოვალოვთან მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა შაპოვალოვი 6:2, 6:2 დაამარცხა და მეორე წრეში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. ეს მატჩი 10 ოქტომბერს, თბილისის დროით დილის 9 საათზე დაიწყება.