ბასილაშვილი საუკეთესო ოთხმოცეულში
ბასილაშვილი საუკეთესო ოთხმოცეულში

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ახალ კლასიფიკაციაში ექვსი ადგილით წინ წაიწია ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მას 700 სარეიტინგო ქულა აქვს და მე-80 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილი მაროკოს ქალაქ მარაკეშის ტურნირზე ასპარეზობდა და ორი წრე გაიარა, რის შემდეგაც მეოთხედფინალი წააგო პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან.

რაც შეეხება პირველ ათეულს, აქ ცვლილებები არ მომხდარა:

1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 770
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
3(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 985
4(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 925
5(5). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 635
6(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 470
7(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 665
8(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 390
9(9). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 125
10(10). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 110