აშშ-ის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სერიოზული წინსვლა აქვს კლასიფიკაციაში ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც, ნიუ იორკში მერვედფინალში გასვლის წყალობით, ექვსი საფეხურით წინ წაიწია და 31-ე ჩოგანი გახდა. ეს ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო პირადი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა აშშ-ის ღიაზე სამი მეტოქე გაიარა და კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში. მეოთხე ეტაპზე ქართველმა ოთხ სეტში წააგო მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან.