ბასილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა
ბასილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა. ის ნახევარფინალში გასასვლელად ჩეხ ირჟი ვესელის ხვდებოდა და საათსა და 19 წუთში ორ სეტში დამარცხდა – 6:7(5), 2:6.

პირველ სეტში ჩოგბურთელებს ბრეიკები არ ჰქონიათ. მეტოქის მოწოდების აღების კარგი ბასილაშვილს მიიღო, როცა მეშვიდე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელშიც ვესელი მუდმივად წინ იყო, სამმაგი სეტბოლი გამოიმუშავა და მესამე ცდაზე შეძლო მოგება.

მეორე სეტში ბასილაშვილი ახლოსაც არ ყოფილა ბრეიკთან – მეტოქის გეიმებზე მხოლოდ ოთხი ქულა მოიგო, ჩეხმა კი ორი ბრეიკის შესრულება შეძლო და ნახევარფინალში გავიდა.

ახლა, ბასილაშვილი ლონდონში გადაინაცვლებს და ორშაბათს უიმბლდონის ტურნირში ჩაერთვება. ქართველის პირველი მეტოქის ვინაობა პარასკევს გახდება ცნობილი.