ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდება, რომელიც საერთო კლასიფიკაციით მსოფლიოს 66-ე ჩოგანია და ამ მხრივ ქართველს საგრძნობლად ჩამორჩება (ბასილაშვილი 37-ეა).
პელას დამარცხების შემთხვევაში, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, მერვედფინალში ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალს შეიძლება შეხვდეს.
ბასილაშვილისა და პელას დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.