ბასილაშვილი „დელრეი ბიჩის“ ტურნირს წყვილებშიც გამოეთიშა
ბასილაშვილი „დელრეი ბიჩის“ ტურნირს წყვილებშიც გამოეთიშა

წყვილთა თანრიგში გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში დაასრულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ტურნირზე, ბასილაშვილის მეწყვილე მოლდაველი რადუ ალბოტი იყო და მათ მეოთხე ნომრად განთესილი, ამერიკელი ნიკოლას -მონროსა და ავსტრალილელი – ჯონ პატრიკის ბარიერი ვერ დაძლიეს.

პირველი სეტი ქართულ-მოლდავურმა დუეტმა შედარებით დამაჯერებლად ჩაატარა. მართალია მათ მეოთე გეიმში საკუთარი მოწოდება წააგეს და 1-3 ჩამორჩნენ, მაგრამ მერვე გეიმში უკუ ბრეიკი შეასრულეს და 4-4 გახადეს. მაშინ კი როცა ანგრაიში 5-6 იყო და ტაიბრეიკამდე ერთი გეიმის მოგება რჩებოდა, ბასილაშვილი/ალბოტმა საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ დათმო და სეტი 5:7 წააგო. ამის შემდეგ კი მეორე სეტი მთლიანად ამერიკულ-ავსტრალიური წყვილის კარნახით წარიმართა. ბასილაშვილმა და მისმა მეწყვილემ საკუთარი მოწოდება მხოლოდ ერთხელ – 0:1 -ზე მოიგეს და სეტში ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ კი თავიანთიც და მეტოქის მოწოდებებიც უშანსოდ დათმეს და საბოლოოდ სეტიც 19 წუთში (!) 1:6 –დასრულდა. მთლიანად შეხევდრა კი 56 წუთი გაგრძელდა.
რაც შეეხება სტატისტიკას: ორივე წყვილმა 4-4 ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ეისები კი (6) მხოლოდ მონროსა და სმიტს ჰქონდათ.

შეგახსენებთ რომ მერვედფინალში ბასილაშვილმა და ალბოტმა 6:2 / 6:2 მასპინძელი- ანდერსონ რიდისა და ბარბადოსელი – დარიან კინგის წყვილს მოუგეს. ერთეულთა თანრიგში ასპარეზობა კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა, სადც ასევე მასპინძელ, რეიტინგის 51-ე ნომერ – სტივ ჯონსონთან 3:6 /4:6 დამარცხდა.