მელბურნში “დიდი სლემის” რიგით პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე.
ის არის ავსტრიელ ჯერალდ მელცერი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 102-ე ადგილზე იმყოფება.
ბასილაშვილს ავსტრიელთან უარყოფითი ბალანსი აქვს – 2014 წელს, სამარყანდის “ჩელენჯზე” მელცერმა ორ სეტში მოიგო – 6:2,6:4.
თუ ბასილაშვილი პირველ წრეს გაივლის, მეორე რაუნდში ფრანგ ლუკ პუიეს ან კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება.
ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს იწყება.