ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე სოკს შეხვდება
ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე სოკს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილს კარგი შანსი აქვს, რომ ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდეს. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია და მეორე წრეში ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება.

ბასილაშვილის ამერიკელი მეტოქე ცუდ ფორმაშია – წელს სოკმა 25 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 21 წააგო, ნიკოლოზი კი თავის საუკეთესო სეზონს ატარებს.

პირველმა წრემ კაცთა ერთეულებში მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, ხოლო ქალებში დიდი სენსაცია დაფიქსირდა, როდესაც რეიტინგში პირველმა ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა თითქმის უბრძოლველად 2:6 4:6 დათმო შეხვედრა ესტონელ კაია კანეპისთან და ტურნირს გამოეთიშა.

ბასილაშვილის და სოკის თამაში თბილისის დროით ღამის 3 საათზეა დაგეგმილი.