ბასილაშვილი აკაპულკოს ტურნირს დონალდსონთან მატჩით დაიწყებს
ბასილაშვილი აკაპულკოს ტურნირს დონალდსონთან მატჩით დაიწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ კვირას მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ATP500 კატეგორიის ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდი 1 789 445 დოლარს შეადგენს. ჩოგბურთელები ჰარდ საფარზე ითამაშებენ.

უკვე ცნობილია ქართველის პირველი მეტოქე. ეს არის მსოფლიოს 59-ე ჩოგანი, ამერიკელი ჯარედ დონალდსონი. აკაპულკოს ტურნირი სწორედ მათი შეხვედრით გაიხსნება – სამშაბათს, ღამის 2 საათზე.
ბასილაშვილისა და დონალდსონის ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია – 2:2:

2017 – აშშ-ის ღია. I წრე. დონალდსონი-ბასილაშვილი 6:0, 4:6, 6:3, 7:6(6)
2017 – ცინცინატის მასტერსი. 1/8 ფინალი. დონალდსონი-ბასილაშვილი 6:4, 7:6(4)
2016 – როლან გაროსი. კვალიფიკაცია. ბასილაშვილი-დონალდსონი 4:6, 7:5, 6:2
2015 – როლან გაროსი. კვალიფიკაცია. ბასილაშვილი-დონალდსონი 6:2, 4:6, 6:2

დონალდსონის ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში მეშვიდე ნომრად განთესილ სემ კუერისა (აშშ) და მეტიუ ებდენს (ავსტრალია) შორის მოგებულს შეხვდება.