„ბასიანი“ უეფა-ს რეგიონთა თასზე სათამაშოდ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიემგზავრება #1TVSPORT
„ბასიანი“ უეფა-ს რეგიონთა თასზე სათამაშოდ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს სამოყვარულო ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ 21 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრება, სადაც უეფა-ს რეგიონთა თასის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულმა „ბასიანმა“ რეგიონთა თასის შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა. ფინალში გუნდი 1:2 დამარცხდა ყაზახური „კესკელენთან“. მაგრამ უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა და ძირითად ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი დაუშვა.

გაირკვა, რომ ყაზახების რიგებში ორი პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობდა, რაც დებულების დარღვევა იყო – რეგიონთა თასზე მხოლოდ მოყვარულებმა უნდა ითამაშონ. უეფა-მ „ბასიანს“ „კესკელენთან“ ჩაუთვალა ტექნიკური მოგება 3:0, შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად გამოაცხადა და ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე დაუშვა.

„ბასიანი“ ძირითად ეტაპზე ევროპის 31 ქვეყნის სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებთან ერთად ითამაშებს. მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ ზენიცაში გამართავს. ელიტ-რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს.

თამაშების გრაფიკი:
22 აგვისტო
„ბასიანი“ – „ცენტრალ სკოტლანდი“ (შოტლანდია)

25 აგვისტო
„ბასიანი“ – „ჰაპოელ ბიკატ ჰაიარდენი“ (ისრაელი)

28 აგვისტო
„ბასიანი“ – „ზენიცა-დობოი“ (ბოსნია)