„ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელი - „იბერიისგან“ ასეთ თამაშს არ ველოდი #1TVSPORT
„ბაშაქშეჰირის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაგდაშ ათანიმ „იბერიასთან“კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მოგების (1:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ ძალიან კარგი თამაში იყო. უნდა აღვნიშნო, რომ „იბერია“ ჩვენზე უკეთეს ფორმაში გახლდათ. გრძელი გადაცემებით კარგი მომენტები შექმნეს.
მთლიანობაში, ალბათ ჩვენ უფრო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ „იბერია“ მარტივად დასამარცხებელი გუნდი არ არის და მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვხატო, მათგან ასეთ თამაშს არ ველოდი. ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მიზანს მივაღწიეთ – მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვიგეთ. საპასუხო შეხვედრაში დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, რათა უფრო თავისუფლად ვიმოქმედოთ.
რთული თამაში იყო და ამას არ ველოდით. მეტოქემ დაცვაში კარგი თამაშით შეტევაში თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მოგვცა. ბურთს უფრო მეტად ვფლობდით, მაგრამ „იბერია“ სივრცეებს კარგად ითვისებდა. ასე რომ, ერთ კვირაში რთული თამაში გველოდება“.
კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.