„ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელი - „იბერიასთან“ მოგებით და პლეი ოფში გასვლით ბედნიერები ვართ #1TVSPORT
„ბაშაქშეჰირის“ მთვარმა მწვრთნელმა, ჩაგდაშ ატანმა თბილისის „იბერიასთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა (2:0) შეაფასა, რომლის მოგებითაც თურქული კლუბი ტურნირის პლეი ოფში გავიდა.
„პლეი ოფში გასვლით ბედნიერები ვართ. მეტოქეს არ მივეცით საშუალება, დიდი ძალებით შეეტია და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა თავიანთი მაღალი კლასი განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოავლინეს. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ორგანიზებული თამაში ვაჩვენეთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასვლა იყო და ეს შევასრულთ.
პლეი ოფში ირლანდიის „სენტ პატრიკს“ შევხვდებით. თუმცა, არ დავმალავ, ველოდით, რომ თამაში აზერბაიჯანის „საბაჰის“ წინააღმდეგ მოგვიწევდა, მაგრამ ირლანდიელებმა მეტოქეს აჯობეს და მათთან რთული თამაში გველის. მიუხედავად ამისა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ“.