ბარტომეუმ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად კუმანის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ გამოაცხადა, რომ რონალდ კუმანი ჩაუდგება გუნდს სათავეში კიკე სეტიენის გადაყენების შემდეგ, გარდა ამისა, ლიონელ მესი დარჩება კატალონიაში.
„თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, რონალდ კუმანი იქნება მომავალ სეზონში ჩვენი მწვრთნელი. ჩვენთვის უკვე ცნობილია მისი აზრები და ფილოსოფია ამასთან დაკავშირებით.
მესის კარიერის დასრულება „ბარსელონაში“ სურს. კუმანმა მითხრა, რომ მესი იქნება მთავარი მოთამაშე ჩვენს ახალ პროექტში“, – განაცხადა ბარტომეუმ.
სავარაუდოდ, კუმანთან ხელშეკრულება ორწლიანი იქნება.