ბარტომეუ მზად არის დატოვოს „ბარსელონას“ პრეზიდენტობა, თუ მესი კლუბში დარჩენას გამოაცხადებს
ბარტომეუ მზად არის დატოვოს „ბარსელონას“ პრეზიდენტობა, თუ მესი კლუბში დარჩენას გამოაცხადებს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აპირებს დატოვოს საკუთარი პოსტი, თუ გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი საჯაროდ გამოაცხადებს, რომ კარიერას ისევ კატალონურ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ტელეკომპანია TV3 იუწყება.

უფრო ადრე, „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა, რომ გუნდის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2021 წლის 15 მარტის შემდეგ გაიმართება, შესაბამისად, ბარტომეუს ვადაზე ადრე მოუწევს წასვლა.

როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს 33 წლის მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზრისას სურს კლუბის დატოვება.