„ბარსელონაში“ შარუნას იასიკიავიჩუსი დაინიშნა
„ბარსელონაში“ შარუნას იასიკიავიჩუსი დაინიშნა

ესპანეთის ვიცე-ჩემპიონ „ბარსელონაში“ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. კლუბმა შეთანხმებას მიაღწია 70 წლის სვეტოსლავ პეშიჩთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ. ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

პეშიჩი „ბარსელონაში“ 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, კატალონელებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის თასი და ორჯერ გავიდნენ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში.

„ბარსელონამ“ მალე იპოვნა პეშიჩის შემცვლელი. ეს არის 44 წლის ლიეტუველი სპეციალისტი შარუნას იასიკიავიჩუსი, რომელიც ახალ კლუბში მომავალი სამი წელი იმუშავებს.

იასიკიავიჩუსის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ ერთ კლუბს მოიცავს – ეს არის კაუნასის „ჟალგირისი“, რომელშიც 2016 წლიდან მუშაობდა, ხუთჯერ გახადა ის ლიეტუვას ჩემპიონი და ერთხელ გაიყვანა ევროლიგის „ოთხთა ფინალში“.

შარუნას იასიკიავიჩუსს ორჯერ უთამაშია „ბარსელონაში“ – 2000-03 და 2012-13 წლებში.