„ბარსელონაში“ ნანობენ, რომ მარტინელი ხელიდან გაუშვეს
„ბარსელონაში“ ნანობენ, რომ მარტინელი ხელიდან გაუშვეს

როგორც გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, კატალონიურ კლუბში ნანობენ, რომ 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ხელიდან გაუშვეს და მარტინელი „ბარსელონას“ ნაცვლად ლონდონის „არსენალის“ რიგებში ირიცხება.

ამ ზაფხულს, სანამ მარტინელი კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან გააფორმებდა, ბრაზილიელ ფეხბურთელის შეძენას „ბარსელონას“ ხელმძღვანელობაც ცდილობდა. თუმცა, კატალონიელებს განსაკუთრებული ძალისხმევა არ გამოუჩენიათ და გაბრიელ მარტინელი „არსენალის“ ღირსებას იცავს.

18 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 7 ბურთი გაიტანა.