„ბარსელონაში“ მე-10 ნომრით ანსუ ფატი ითამაშებს #1TVSPORT
„ბარსელონაში“ მე-10 ნომრით ანსუ ფატი ითამაშებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი ანსუ ფატი 2021-22 წლების სეზონში მე-10 ნომრით ითამაშებს, – ამის შესახებ დაწერა კატალონური კლუბის პრესსამსახურმა.

2008 წლიდან მოყოლებული, „ბარსელონაში“ „ათიანი“ ლიონელ მესის ეკუთვნოდა, რომელიც ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. ადრე „ბარსელონაში“ მეათე ნომრით თამაშობდნენ დიეგო მარადონა, ჰრისტო სტოიჩკოვი, რომარიო, რივალდო, რონალდინიო…

18 წლის ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.