„ბარსელონას“ პრეზიდენტის ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა კომენტარი იმ ჭორების შესახებ გააკეთა, რომ კატალონური კლუბი ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის დაბრუნებას აპირებს.
„შექმნილი სიტუაციის ანალიზისას, ვფიქრობ, ის ვერ შეძლებს „ბარსელონაში“ დაბრუნებას. ეს შეუძლებელია.
ჩემი აზრით, მან გააცნობიერა „ბარსელონას“ მნიშვნელობა. როცა მას ჩვენთან გოლი გაჰქონდა, ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ იცოდა, პარიზში კი ნაკლებად შესამჩნევია,“ – განაცხადა რექსაჩმა რადიო „კადენა სერას“ ეთერში.
უფრო ადრე, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პირობებში კლუბები არ არიან მზად ნეიმარში დიდი ფულის გადასახდელად.
ბრაზილიელი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა.