„ბარსელონას“ ყველაზე ასაკოვანი ყოფილი მოთამაშე 106 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ გამოაცხადა თავისი ყველაზე ასაკოვანი ყოფილი ფეხბურთელის – ჟოან ბაუტისტა ლოპისის გარდაცვალების შესახებ. კატალონიელთა ყოფილი მეკარე 106 წლის იყო.
„ბარსელონა“ მწუხარებას გამოთქვამს ჟოან ბაუტისტა ლოპისის გარდაცვალების გამო, რომელიც დღეისთვის ჩვენი კლუბის ყველაზე ასაკოვანი ყოფილი მოთამაშე იყო. ის მეკარის პოზიციაზე თამაშობდა 1941-1943 წლებში და მონაწილეობა მიიღო ექვს ამხანაგურ შეხვედრაში“, – წერია „ბარსელონას“ განცხადებაში.