„ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელმა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ჩააბარა
„ბარსელონაში“ კორონავირუსზე ტესტების შედეგები მიიღეს, რომელიც ფეხბურთელებსა და პერსონალს ოთხშაბათს ჩაუტარდათ.
გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, აბსოლუტურად ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ასე რომ, „ბარსელონაში“ არავის მოუწევს 14-დღიან კარანტინში ყოფნა და პარასკევიდან, კლუბს შეეძლება დაიწყოს ინდივიდუალური ვარჯიშები. მოგვიანებით, ფეხბურთელებს ჯგუფური მეცადინეობის უფლებას მისცემენ.
სავარაუდოდ, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება.