„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კლუბში გვარდიოლას დაბრუნებას გეგმავს
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ხოან ლაპორტამ განაცხადა, რომ 2021 წელს კლუბის პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიურ გრანდში პეპ გვარდიოლას დაბრუნება სურს.
„მე ძალიან მინდა გვარდიოლას დაბრუნება, მაგრამ ის ახლა „მანჩესტერ სიტიშია“ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები „კოუპს“ (COPE) – პეპი „ბარსელონას“ ეტალონია და ბევრი კატალონიელი მისი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნებას ახლავე ისურვებდა“.