„ბარსელონას“ ყოფილი მეკარე მეოთხე დივიზიონის კლუბში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
„ბარსელონას“ ყოფილმა მეკარე ვიკტორ ვალდესმა ესპანეთის მეოთხე დივიზიონის გუნდი ჩაიბარა. როგორც ირკვევა, ეს არის საფეხბურთო კლუბი „ორტა“, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელად დანიშვნის შესახებ საკუთარი „ტვიტერის“ საშუალებით იუწყება.
„იმედი გვაქვს, წარმატებებს მიაღწევთ ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ვალდესმა „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა, თუმცა თანამდებობიდან სამი თვის შემდეგ გაანთავისუფლეს.