ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის „ბარსელონას“ ვიცეპრეზიდენტ ჟორდი კარდონერს კორონავირუსი დაუდასტურდა, – დაწერა ესპანურმა პრესამ.
გამოცემა Mundo Deportivo-ს მონაცემებით, 57 წლის კარდონერის გამოჯამრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ყოველგვარი გართულების გარეშე.
ეს არის COVID-19-ით დაინფიცირების მესამე შემთხვევა „ბარსელონას“ სისტემაში. ადრე ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს კატალონური კლუბის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა რამონ კანალმა და ექიმმა ხოსეპ ანტონი გუტიერესმა. მათი გამოჯანმრთელების პროცესიც კარგად მიმდინარეობს.