„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტი - მესის დასაბრუნებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ #1TVSPORT
კატალონიური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბში არგენტინელის დაბრუნებაზე ფიქრობენ.
„თუ კლუბის ხელმძღვანელობა შეთანხმდება, რომ მესი უნდა დავიბრუნოთ, ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენ სასწაულების ჩადენა შეგვიძლია. „ბარსელონას“ კარი მისთვის ყოველთვის ღიაა“, – ციტირებს რომეუს სიტყვებს Diario Sport.
ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებს შეუერთდა. „ტრანსფერმარკტის“ ახლანდელი შეფასებით, პარიზელთა არგენტინელი ვარსკვლავის ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. მესის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.