კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი – ფრანცისკო ხოსე კარასკო, ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის ყიდვის წინააღმდეგია.
მისი აზრით, ეს ბარსელონას დაცვას დაასუსტებს, რომელსაც ექს-კაპიტნის კარლეს პუიოლის დონის მცველით გაძლიერება სჭირდება.
„მე არ მინდა, რომ „ბარსელონამ“ ნეიმარი იყიდოს. კლუბს პუიოლის მსგავსი მცველის დამატება უნდა. ნეიმარის დაბრუნების შემთხვევაში, დაცვაში სერიოზული პრობლემები იქნება“, – განაცხადა მან.
ბრაზილიელი კატალონიური კლუბის ღირსებას 2013-დან 2017 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც 222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გაიყიდა.