„ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ორი კვირა ვერ ითამაშებს. 31 წლის თავდამსხმელს მარჯვენა მუხლის ტრავა აქვს.
შესაბამისად, ურუგვაელს მოუწევს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის გამოტოვება, რომელშიც „ბარსელონა“ „ეინდჰოვენს“ სტუმრად შეხვდება. ასევე არ იქნება სუარესი „ვილიარეალთან“ და „ესპანიოლთან“ შეხვედრებში.
სუარესის გარდა, „ბარსელონაში“ ასევე ტრავმირებულები არიან მეკარე იესპერ სილესენი, ნახევარმცველი არტური და სერხი რობერტო, ხოლო რაფინია ალკანტარა, ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.