„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი ლუის ენრიკეს ჩავის შემცვლელად მოიაზრებს #1TVSPORT
ცნობილია, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი კატალონიურ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. შესაბამისად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუს მიაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატურაა. აღნიშნავენ, რომ მთავარ დაბრკოლებად რჩება კონტრაქტი, რომელიც ესპანელ სპეციალისტს პარიზულ კლუბთან 2025 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე „ბარსელონას“ 2014-2017 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმეს, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.