„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერებაზე აქტიურად იმუშავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. კატალონიური გამოცემის თანახმად, სამწვრთნელო შტაბს უკვე შედგენილი აქვს იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც გუნდის დახმარება შეუძლიათ. ამ სიაში მოხვდნენ – მატეის დე ლიგტი („აიაქსი“), მილან შკრინიარი („ინტერი“), დაიოტ უპამეკანო („ლაიპციგი“) და კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“). ამ უკანასკნელში „ბარსელონას“ 130 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.