„ბარსელონას“ პრეზიდენტს სურს, რომ ჩავიმ გუნდი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში გაწვრთნას #1TVSPORT
ცნობილია, რომ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა კატალონიური კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა „ბარსელონას“ პრეზიდენტს სურს, რომ ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში გაწვრთნას.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ჩავის ესაუბრა და შესთავაზა, რომ „ბარსელონას“ მომდევნო სეზონშიც უხელმძღვანელოს.
ჩავი ერნანდესმა „ბარსელონა“ 2021 წლის ნოემბერში, კლუბისთვის კრიზისული პერიოდის დროს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა 2022/2023 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოიგეს.