კატალონიის პოლიციამ „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს ბრალი წაუყენა კორუფციული მოქმედებებში, – დაწერა „მუნდო დეპორტივომ“.
ბრალდება ეხება საქმეს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ბარსაგეიტი“. პოლიციაში მიაჩნიათ, რომ ბარტომეუმ პირადი ფინანსური სარგებელი ნახა იმ გარიგებებიდან, რომელსაც კლუბის სახელით აფორმებდა. ამტკიცებენ, რომ ბარტომეუმ მიიღო გადაწყვეტილება – გადაეხადათ კომპანია I3 Ventures-სთვის თანხა, რომელიც ექვსჯერ აღემატებოდა გარიგების საბაზრო ღირებულებას. კატალონიის მთავრობა არკვევს, რატომ მოხდა ასე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონამ“ ხელშეკრულება გააფორმა I3 Ventures-თან, რომელიც დაკავებული იყო ბარტომეუს რეპუტაციის დაცვით, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდა ლიონელ მესის, ჟერარდ პიკესა და სხვა მოთამაშეებს. ამ კომპანიის ხელმძღვანელია ბარტომეუს მარჯვენა ხელი ჟაუმე მასფერერი.
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.