საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ.
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით მათ, რომ კლუბი პირდაპირ შტორმისკენ მიემართებოდა. „ბარსელონას“ ელოდება თავის ისტორიაში საუკეთესო თაობის ფეხბურთელთა შეცვლა, უნდა აშენდეს ახალი სპორტული კომპლექსი და გუნდი უნდა გაუმკლავდეს ბევრ სხვა გამოწვევას.
პრობლემები ახლა არ დაწყებულა. ჩვენ გადავიტანეთ კლუბის კრიტიკა ნეიმარის საქმესთან დაკავშირებით, უთანხმოება ფეხბურთელებს, თანამშრომლებსა და მენეჯერებს შორის, სოციალური ქსელის საქმესთან დაკავშირებული აუდიტი. დაუმატეთ ამას არამდგრადი სპორტული პოლიტიკა, დირექტორატის რღვევა და პანდემიის გამო შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება. კლუბი ეკონომიკური და მორალური გაკოტრების პირასაა მისული. თამაში დასრულებულია“, – წერია ფონტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონა“ დატოვა კლუბის მმართველი საბჭოს ექვსმა წევრმა, რომლებმაც მოითხოვეს ახალი პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.