„ბარსელონას“ პრეზიდენტი რუსეთის აგრესიას გმობს - უკრაინელებო, ჩვენი კლუბი თქვენთანაა, შეჩერდეს ომი [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი რუსეთის აგრესიას გმობს - უკრაინელებო, ჩვენი კლუბი თქვენთანაა, შეჩერდეს ომი [ვიდეო] #1TVSPORT

უკრაინაში რუსეთის აგრესიას „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც გამოეხმაურა და აგრესორებს ომის შეჩერებისკენ მოუწოდა:

„ყოველთვის, როცა უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა გვქონდა, ამ ქვეყანაში „ბარსას“ გულშემატკივრობას ვგრძნობდით. ჩვენ გვყავს 28 სოციო (საკლუბო ბარათის მფლობელები), ხოლო კიევში – ფანკლუბი ასობით წევრით. ასევე უკრაინელმა სპორტსმენებმა თავის დროზე „ბარსელონას“ ისტორიაში ფურცელი ჩაწერეს. „ბარსელონას“ სახელით მინდა ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც გაუმართლებელი ომის საშინელებით იტანჯება. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. დავეხმარებით ყველას, ვინც თავშესაფრის საძიებლად ჩვენს ქვეყანაში მოვა“, – განაცხადა ლაპორტამ.

ვიდეოს ბოლოს კატალონიური კლუბის პრეზიდენტი უკრაინულად ალაპარაკდა: „უკრაინელებო, საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ თქვენთანაა! შეაჩერეთ ომი!“.