„ბარსელონას“ პრეზიდენტი - ჩავის ვენდობით, ის წარმატებას მოგვიტანს #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი - ჩავის ვენდობით, ის წარმატებას მოგვიტანს #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის მიუხედავად, ჩავის ნდობას კვლავ უცხადებენ და ფიქრობენ, რომ ესპანელი სპეციალისტი გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

„ჩავისა და მის თანაშეემწებს ნდობას კვლავ ვუცხადებთ, რადგან ევროპის ტოპ კლუბებთან კონკურენცია ისევ შეგვიძლია. მწვრთნელმა იცის, რა არის გუნდის პროგრესისთვის საჭირო. თქვენ ნახეთ „ბაიერნთან“ დაპირისპირება გასულ სეზონში და ახლა, სხვაობას კი თავადაც ამჩნევთ. ჩავი შესანიშნავი სპეციალისტია. ის გუნდთან ერთად უკეთესი გახდება და წარმატებებს კვლავ მოგვიტანს“, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს „მარკა“.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კატალონიური გრანდი მხოლოდ მესამე ადგილზეა (4 ქულა), მეორე პოზიციაზე „ინტერია“ (7 ქულა), ხოლო სათავეში „ბაიერნია“ (12 ქულა), ბოლო, მეოთხე პოზიციაზე კი „პლზენი“ იმყოფება (0 ქულა).

ჩავის გუნდს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს ესპანეთის ჩემპიონატში – „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილის სათავეშია (22 ქულა), ზუსტად ამდენივე ქულა აქვს კატალონიელთა მთავარ მეტოქე „რეალსაც“.