ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა “ბარსელონამ” ბრაზილიური “პალმეირასიდან” კოლუმბიელი მცველი იერი მინა შეიძინეს. ტრანსფერის თანხამ 12.3 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო კონტრაქტის ხანგრძლივობა 4.5 წელია. მინას ხელშეკრულებაში გასაყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერა.
“ბარსელონა” ახალწვეულს 12 იანვარს წარადგენს. როგორც გაზეთი AS წერს, კატალონელები მინას შეძენას სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავდნენ, მაგრამ სამუელ უმტიტის ტრავმის გამო, გეგმები შეცვალეს.
23 წლის მცველი თამაშობდა კოლუმბიურ კლუბებში – “დეპორტივო პასტოსა” და “სანტა-ფეში”, 2016 წელს კი “პალმეირასში” გადავიდა.
მინას საკლუბო დონეზე 197 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. კოლუმბიის ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.