„ბარსელონას“ ლორან ბლანის კანდიდატურა არ აინტერესებს
„ბარსელონას“ ლორან ბლანის კანდიდატურა არ აინტერესებს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ბედი კატალონიურკ ლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სეტიენი გუნდში სეზონის ბოლომდე დატოვოს, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემთხვევაში მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატურა ლორან ბლანია. გამოცემა AS  კი ამტკიცებს, რომ კატალონიელები ბლანის კანდიდატურაზე არ ფიქრობენ და წყაროდ კლუბის ერთ-ერთ წარმომადგენელს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ ლორან ბლანი, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში მაინც ვიხილოთ, რადგან ფრანგი სპეციალისტით „ვალენსია“ არის დაინტერესებული.