„ბარსელონას“ კულიბალის შეძენა სურს - „ნაპოლი“ 40 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
„ბარსელონას“ „ნაპოლის“ მცველის შეძენა სურს, რადგან კატალონიელების მწვრთნელი კალიდუ კულიბალის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მოიაზრებს, – იუწყება As.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიური მხარე 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ სენეგალელმა ლეგიონერმა ნეაპოლურ კლუბში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
კულიბალის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2023 წლის ივნისში იწურება. Transfermarkt სენეგალელის სატრანსფერო ფასად 45 მილიონ ევროს ასახელებს.