„ბარსელონას“ ხუთი ფეხბურთელი და ორ მწვრთნელი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, კლუბმა ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახა
ესპანურმა რადიოსადგურმა RAC1-მა გამოაცხადა, რომ „ბარსელონას“ ხუთი ფეხბურთელისა და ორი მწვრთნელის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა კორონავირუსის ინფექციაზე. ტესტირება მარტში, პანდემიის დასაწყისში ჩატარდა. კლუბი შემოწმების შედეგებს საიდუმლოდ ინახავდა.
იტყობინებიან, რომ შვიდივე ინფიცირებულის შემთხვევაში, ავადმყოფობა უსიმპტომოდ ვითარდებოდა. მაისში მათ ლა ლიგის ორგანიზებით COVID-19-ზე ტესტირება გაიარეს და არც ერთ ტესტს დადებითი შედეგი არ ჰქონია. შესაბამისად, კატალონიურ გუნდში ყველა ჯანმრთელია.
„ბარსელონას“ ხუთივე ფეხბურთელი მზად იქნება სეზონის განახლებისთვის, რომელიც 11 ივნისს არის ჩანიშნული.