ესპანურმა სპორტულმა გამოცემა „სპორტმა“ 10-ბალიანი სისტემით შეაფასა წლევანდელ სეზონში „ბარსელონას“ ფეხბურთელების გამოსვლა.
კატალონელთა რიგებში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესი, რომელმაც 7 მიიღო.
„ლიდერი, სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი. ის აგრძელებდა ბოლომდე ბრძოლას, მაგრამ ყველაფრის მარტომ გაკეთება ვერ შეძლო“, – წერია მესის თამაშის შეფასებაში.
„ბარსელონას“ ფეხბურთელების რეიტინგი 2019-20 წლების სეზონში:
1. ლიონელ მესი – 7
2. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი – 6
3. ანსუ ფატი – 6
4. რიკარდ პუჩი – 6
5. არტურო ვიდალი – 6
6. ფრენკი დე იონგი – 6
7. ჟერარდ პიკე – 5
8. სერხი რობერტო – 5
9. ლუის სუარესი – 5
10. სერხიო ბუსკეტსი – 5
11. რონალდ არაუხო – 5
12. ნეტო – 5
13. ანტუან გრიზმანი – 5
14. მარტინ ბრეიტუეიტი – 5
15. კლემან ლანგლე – 5
16. ხორდი ალბა – 5
17. ნელსონ სემედუ – 5
18. კარლეს პერესი – 5
19. ივან რაკიტიჩი – 4
20. ხუნიორ ფირპო – 4
21. არტური – 3
22. სამუელ უმტიტი – 3
„ბარსელონას“ ახლახანს დასრულებულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.