„ბარსელონას“ ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის ასისტენტის საქციელით უკმაყოფილონი არიან
„ბარსელონას“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის დროს გუნდის მეორე მწვრთნელის, ედერ სარაბიას საქციელით. როგორც ესპანურ რადიოსადგურ „კოპეს“ გადაცემა „პარტიდასო“ იუწყება, კატალონიელები იმით არიან გაღიზიანებულები, რომ კიკე სეტიენის ასისტენტმა რამდენჯერმე დაუყვირა ანტუან გრიზმანს და, გარდა ამისა, ერთ-ერთი ფეხბურთელის ქმედებებით გაწბილება ხმამაღლა გამოხატა.
„ბარსელონას“ ფეხბურთელები თვლიან, რომ სამწვრთნელო შტაბის წევრი ასე არ უნდა იქცეოდეს.
ედერ სარაბიას რეაქცია ამ ინფორმაციაზე ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. შედეგად, სატურნირო ცხრილს სამეფო გუნდი ლიდერობს, „ბარსელონა“ კი მას ერთი ქულით ჩამორჩება.