„ბარსელონას“ ფეხბურთელები ხელფასის 70 პროცენტით შემცირებას დათანხმდნენ
„ბარსელონას“ ფეხბურთელები ხელფასის 70 პროცენტით შემცირებას დათანხმდნენ

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ. არგენტინელის თქმით, „ბარსელონას“ ფეხბურთელები დათანხმდნენ ჩემპიონატში პაუზის პერიოდში ხელფასების მნიშვნელოვან შემცირებას.

ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუსკენ და მზად არიან, 70 პროცენტით ნაკლები თანხა მიიღონ. გარდა ამისა, ფეხბურთელები არც დამატებით ხარჯებზე ამბობენ უარს, რისი წყალობითაც, სრულ ხელფასს აიღებს „ბარსელონას“ პერსონალი.

მესიმ აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ მზად პირველები დახმარებოდნენ კლუბს, მით უმეტეს, ასეთ საგანგებო სიტუაციაში. არგენტინელმა ასევე დაამატა, რომ იმედგაცრუებულია კლუბის მიღმა მყოფი ადამიანების საქციელით, რომლებსაც ზეწოლა ჰქონდათ მოთამაშეებზე და აიძულებდნენ მათ გაეკეთებინათ ის, რასაც ისედაც გააკეთებდნენ.