„ბარსელონას“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ოთხშაბათს, საკლუბო ბაზას ესტუმრნენ კორონავირუსზე სამედიცინო ტესტების გასავლელად.
მოთამაშეები ბაზაზე დამცავი ნიღბებით მივიდნენ და ავტომობილებიდან მაშინვე ტესტირებაზე გაემართნენ.
„როგორც კი ტესტების შედეგებს მივიღებთ, გუნდი დაიწყებს ინდივიდუალური ვარჯიშების ეტაპს. ამისთვის საჭირო იქნება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა,“ – წერია „ბარსელონას“ განცხადებაში.
ელოდებიან, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ივნისის დასაწყისში განახლდება.