„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ახლოს არის კლუბის დატოვებასთან.
ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან არგენტინელის წასვლაში. ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ მესიმ შეიძლება გადაიფიქროს, თუ კლუბის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს ხოსეპ მარია ბარტომეუ, მაგრამ ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ სიტუაციაში მესის უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ის გუნდიდან წავა.
25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ. ეს ახალ მთავარ მწვრთნელთან რონალდ კუმანთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. მესი იმედგაცრუებულია კლუბის მმართველობის სისტემით და ბოლოდროინდელი შედეგებით.
მესიზე პრეტენზიას აცხადებენ – „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.