ბარსელონას ფორვარდ ლიონელ მესის გოლი ხეტაფეს კარში 2007 წელს, ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალში, საუკეთესოდ აღიარეს კლუბის ისტორიაში გულშემატკივრების ვერსიით, – იტყობინება ბარსელონას ოფიციალური ტვიტერი.
19 წლის არგენტინელმა მაშინ წინა ხაზის ოთხი ფეხბურთელი და მეკარე მოატყუა.