„ბარსელონას“ ფანები კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით „კამპ ნოუზე“ შეიჭრნენ
„ბარსელონას“ ფანები აგრძელებენ პროტესტს გუნდის ლიდერის ლიონელ მესის სხვა კლუბში სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით. გულშემატკივრები სტადიონ „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ხმაურიანი შეძახილებით მოითხოვდნენ კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბარტომეუს გადადგომას.
სტადიონის დაცვამ ვერ შეძლო პროტესტის შეჩერება და პოლიციის გამოძახება გადაწყვიტეს წესრიგის დასამყარებლად.
25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო „ბარსელონადან” წასვლის შესახებ. ეს ახალ მთავარ მწვრთნელთან რონალდ კუმანთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. მესი იმედგაცრუებულია კლუბის მმართველობის სისტემით და ბოლოდროინდელი შედეგებით.
მესიზე პრეტენზიას აცხადებენ – „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.